თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წარმატებული მონაწილეობა საერთაშორისო სიმპოზიუმში იტალიაში
ა.წ. 23-24 იანვარს იტალიის რესპუბლიკის ქალაქ ვარეზეში, ინსუბრიის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტში ჩატარდა ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის (Business Systems Laboratory) მე-9 საერთშორისო სიმპოზიუმი „ტექნოლოგია და საზოგადოება: სიკეთე თუ განსაცდელი?“ (TECHNOLOGY AND SOCIETY: Boon or Bane? http://bslab-symposium.net/Varese-2025/BSLAB-Symposium-Varese-2025.htm). სიმპოზიუმში აკადემიური პერსონალის მონაწილეობა დაფინანსდა თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (N1360/02-06; 27.12.2024 წ).
ზემოაღნიშნულ სიმპოზიუმში მონაწილეობა მიიღო თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამმა აკადემიურმა პერსონალმა ოთხი მოხსენებით, კერძოდ:
1. ასოც. პროფ. ინეზა გაგნიძე - სიმპოზიუმის ერთი სექციის „ნავიგაცია მომავალში: აღმოცენებადი ტექნოლოგიების ეკონომიკური გავლენა“ (Navigating the future: the economic impact of emerging technologies http://bslab-symposium.net/Varese-2025/Economic_Impact_BSLAB-Varese-2025.htm) ხელმძღვანელი და მეორე სექციის თანახელმძღვანელი. მოხსენება: „ახალი ტექნოლოგიები - გამოწვევები განათლების სისტემისთვის“ (Emerging Technologies – Challenges for the Education System);
2. ასოც. პროფ. ირინა გოგორიშვილი - სასტენდო მოხსენება „ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) დანერგვის მნიშვნელობა და შედეგები მცირე ღია ეკონომიკებში“ (The Importance and Implications of Central Bank Digital Currency (CBDC) Implementation in Small Open Economies);
3. ასოც. პროფ. რუსუდან სეთურიძე - მოხსენება 1: „ეკონომიკური ზრდის გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის საშუალებით: ფოკუსირება ელექტრონულ საგადასახადო სერვისებზე“ (Enhancing Economic Growth through AI: Focusing on e-Tax Services) (თანაავტორები: სრული პროფ. დემურ სიჭინავა, სრული პროფ. ნინო თოფურია).
მოხსენება 2: „ახალგაზრდების უმუშევრობა საქართველოში და თანამედროვე გლობალური გამოწვევები“ (Youth Unemployment in Georgia and Contemporary Global Challenges) (თანაავტორები: ასოც. პროფესორები: ნინო ფარესაშვილი და ნანული ოქრუაშვილი, ასისტენტ-პროფესორი მზია ტიკიშვილი).
სიმპოზიუმზე ზემოაღნიშნული აკადემიური პერსონალის მონაწილეობა წარმატებით შედგა. სამივე მათგანი არის ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის სამეცნიერო საბჭოს წევრი, საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოს წევრი და რეცენზენტი. ოთხივე მოხსენება მიწვეული იქნება სიმპოზიუმთან ასოცირებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში სტატიების გამოსაქვეყნებლად. სიმპოზიუმის განმავლობაში შედგა საინტერესო შეხვედრები და დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობა უცხოელ კოლეგებთან ერთად.